სტატიები/ანალიტიკა "გრუზინ ონ, გრუზინ, ჯორჯიან"26.04.13 | 11:55 896
შავი ზღვა... ისე რატომ შავი და არა ზურმუხტისფერი ან ლურჯი... ზღვიდან 30 მეტრში მდგარი რესტორანი "მარკო პოლო"... იატაკზე თეთრი ქვიშა... ზღვის მხარს ვიტრაჟი, გემოვნებით გაფორმებული ინტერიერი, ლამაზად გაწყობილი მაგიდები და საკმაოდ კომფორტული სავარძლები...
პუტინის სუსტი წერტილი06.09.12 | 15:10 1429
წარმოიდგინეთ, რა დაემართება რუსულ ოლიგარქიას, - რომელსაც ეყრდნობა პუტინი, - თუ ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთში შესვლას აუკრძალავენ, მათ შვილებს კი ლონდონ-პარიზში მოგზაურობას, კურშაველში დასვენებასა და კემბრიჯ-სტენფორდში სწავლას?
ქართული არჩევნები და დასავლეთის დიდი ვარდისფერი სათვალე12.07.12 | 15:21 386
ჩვენი საზოგადოებისათვის დღემდე გამოცანად რჩება თუ რა სტანდარტებით ზომავენ ევროპელები საქართველოში დემოკრატიის ხარისხს და არჩევნების სამართლიანობასა და დემოკრატიულობას. თუკი პრაქტიკულად ყველა ავტორიტეტულ საერთაშორისო კვლევებში საქართველო განიხილება როგორც „ნაწილობრივ თავისუფალი" და „ჰიბრიდული რეჟიმის" მქონე ქვეყანა, რა კრიტერიუმებით არის იგი მაგალითი სხვებისათვის?
რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში20.02.12 | 13:56 662
90-ანი წლებიდან მოყოლებული კრემლის პოლიტიკა კავკასიაში აშკარად თავდაცვითი ხასიათისაა, ამავდროულად ძალზედ ხისტი და მოუქნელი რომელიც რეგიონს კიდევ უფრო "მიმზიდველს" ხდის მესამე ძალისთვის.
ის ცუდია მაგრამ ჩვენია!?15.02.12 | 11:37 369
როგორც ყველას გვახსოვს, 2005 წელს თბილისში ჩამოსულმა აშშ-ს პრეზიდენტმა სააკაშვილს საჯაროდ და მსოფლიოს გასაგონად უთხრა, რომ საქართველო რეგიონში „დემოკრატიის შუქურა" იყო. 2012 წელს კი ისევ აშშ-ს პრეზიდენტმა სააკაშვილს ასევ საჯაროდ და მსოფლიოს გასაგონად მოუწოდა, რომ საქართველოში „თავისუფალი და სამართლიანი" არჩევნები ჩაატაროს.
როდესაც გაღმა მოდავეს გამოღმა აღარ შერჩება!23.01.12 | 14:04 692
ვერბალიზაცია ყოველთვის ითვლებოდა სააკაშვილის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარედ და მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით ის ჯერჯერობით უკონკურენტოა ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, მისი ეს იარაღი თანდათანობით ჩლუნგდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი მის საინფორმაციო-პოლიტიკურ დრამატურგიაში გაჩენილი ის ახალი ელემენტებია, რომლებმაც სააკაშვილს პოლიტიკური თუ პროპაგანდისტული კუთხით ალბათ უფრო მეტი დააკარგვინეს ვიდრე შესძინეს.
REUTERS: მოსკოვი საქართველოში ნატო-ს ექსპანსიის სასტიკი წინააღმდეგი იყო22.11.11 | 12:11 386
„2008 წლის სამიტზე ნატო საქართველოს შესაძლო წევრობას შეჰპირდა, მაგრამ თბილისის ენთუზიაზმი ალიანსში შესვლაზე გაცივდა ხანმოკლე ომის გამო, რომელიც იმავე წელს მოგვიანებით მოხდა, როდესაც რუსეთის არმია საქართველოში ამ უკანასკნელის აჯანყებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის დასაცავად შეიჭრა", - წერს REUTERS-ი სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას „ფორეინპრესი" აქვეყნებს.
Le Monde-ი ბიძინა ივანიშვილის წერილს აქვეყნებს14.11.11 | 10:49 529
მე საქართველოში პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მცოცავი ავტორიტარიზმით. მისი აზროვნების სტილი და ქმედებები, რაც გამომდინარეობს პრინციპიდან „სახელმწიფო - ეს მე ვარ", საქართველოს წონასწორობას უკარგავს და ჩემს ქვეყანას წარმატებული რეფორმირების უნარს უმუხრუჭებს
ივანიშვილის გამოწვევა07.11.11 | 14:55 475
სააკაშვილის ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირება, რომელიც ჯერჯერობით „ცივი ომის" სტადიაშია. საზოგადდოებაც ყურადღებით ადევნებს თვალყურს ინფორმაციულ-ფსიქოლოგიურ და იმიჯურ ომს ამ ორ ერთმანეთისაგან ყველა პარამეტრით დიამეტრალურად განსხვავებული პიროვნებებს შორის.
დიდი ფინალის მოლოდინში 19.10.11 | 23:54 529
ქართულ პოლიტიკაში უხმაუროდ არავინ მოსულა და წასულა. ვინც მშვიდად წავიდა, მათი უმრავლესობა საკმაოდ ხმაურიანად და სკანდალურად დაბრუნდა კიდეც. ახალი ვულკანი კი ჯერ ფერფლს აფრქვევს. რას და ვის გაანადგურებს ამოხეთქილი ლავა, თუ ასეთი რამ მოხდება, უპირველესად, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული - ვულკანი მან გააღვიძა.