"ვაშინგტონ პოსტი": კლინტონმა სააკაშვილის პერსონალური მომავალი საკუთარ თავზე არ აიღო
 13:16 - 06.06.12
ამობეჭდვა512  ზომა:
ერთი საკითხი, რომელიც მან (კლინტონმა რედ.) პირდაპირ საკუთარ თავზე არ აიღო, სააკაშვილის პერსონალური მომავალია. ამის შესახებ "ვაშინგტომ პოსტი" წერს, რომელიც ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება. სტატიის ქართულ ვერსიას ფორინპრესი ავრცელებს.

ერთი საკითხი, რომელიც მან პირდაპირ საკუთარ თავზე არ აიღო, სააკაშვილის პერსონალური მომავალია, მიუხედავად იმისა, რომ მან გააკეთა მოწოდება იმის თაობაზე, რომ ამ წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევენები ქვეყნის დემოკრატიული პროგრესის „გადამწყვეტი ინდიკატორი" იქნება, - წერს გამოცემა.

„ერთადერთი საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია თქვენი უსაფრთოხების, თქვენი კეთილდღეობის, თქვენი დემოკრატიისა და თქვენი საერთაშორისო რეპუტაციის განმტკიცებისთვის - ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რისი შედეგიც გახდება სრულფასოვანი დემოკრატიული გადასვლა", - განაცხადა მან.

"ვაშინგტომ პოსტი" აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მეორე ვადა ერთ წელიწადში იწურება. მაგრამ ოპონენტები შიშობენ, რომ ის გამოიყენებს კონსტიტუციურ რეფორმებს კულუარული გავლენისთვის, როგორც ეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისი ოთხწლიანი პრემიერობის პერიოდში გააკეთა. კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ სააკაშვილს, რომელიც ცდილობს მისი ქვეყნის წაყვანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ და რომელსაც ეკონომიკური და ანტიკორუფციული წარმატებებისთვის აქებენ, იმავდროულად მისი ოპონენტები მედიის თავისუფლების ჩახშობასა და ოპოზიციის შეზღუდვაში ადანაშაულებენ. ის უარყოფს საქართველოს დემოკრატიული მიღწევების ნგრევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ძალისხმევას.

„ეს არჩევნები ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამომხატველი იქნება", თქვა სააკაშვილმა. მან განაცხადა, რომ იწვევს შეძლებისდაგვარად ბევრ დამკვირვებელს, რათა კენჭისყრა იყოს „მაქსიმალურად გამჭვირვალე, სამართლიანი და სანდო". მაგრამ მან უარი თქვა გამოერიცხა მომავალში პრემიერ-მინისტრის როლი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კლინტონი იმ რამდენიმე პარტიის ლიდერს შეხვდა, რომლებსაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში წარმატების იმედი აქვთ. მაგრამ ივანიშვილმა, სააკაშვილის სასტიკმა კრიტიკოსმა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში საბანკო და საბითუმო ბიზნესში დააგროვა, უარი თქვა შეერთებოდა ამ ჯგუფს, ადანაშაულებს რა ორი პარტიის ლიდერს იმაში, რომ ისინი ფსევდო-ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ და საქართველოს ლიდერის მოკავშირეები არიან.

„მე არ მინდა იქ სააკაშვილის ჯაშუშებთან ერთად ყოფნა", უთხრა AP-ის ივანიშვილმა. მან ინგლისური მეტნაკლებად იცის, მაგრამ დიდწილად თარჯიმანს ეყრდნობოდა. მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრი გახდება და განამტკიცებს საქართველოს პარტნიორობას ვაშინგტონთან და იმავდროულად აღადგენს ურთიერთობას მოსკოვთან.

სააკაშვილი მის მოწინააღმდეგეს კრემლის მარიონეტობაში ადანაშალებს.
მაგრამ ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი მმართველობის დროს ქვეყანა თავიდან აიცილებს „სააკაშვილის შეცდომებს" - იგულისხმა რა 2008 წლის ომი და დღემდე გაყინული ქართულ-რუსული ურთიერთობები. მისი თქმით, ეკონომიკური პროგრესის და სტაბილურობის გზით საქართველო შეძლებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კეთილგანწყობის დაბრუნებას.

ამავე კატეგორიიდან: 
26.04.13 - 11:55 - "გრუზინ ონ, გრუზინ, ჯორჯიან"
06.09.12 - 15:10 - პუტინის სუსტი წერტილი
04.09.12 - 13:59 - FT: საქართველო: ვარდების რევოლუციის ბნელი მხარე

კულუარი

20:32 | 17.06.13
ვანო ჩხარტიშვილს იჭერენ?!
13:14 | 28.05.13
ნიკოლოზ ვაშაკიძე: პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის გატარების წინააღმდეგი იყო
13:29 | 07.11.12
კახეთის გუბერნატორად შესაძლოა ლუკა კურტანიძე დაინიშნოს
15:41 | 20.09.12
ბაჩო ახალაია, შესაძლოა, დააპატიმრონ

დღის სიახლეები

15:58
კიმ ბესინჯერი დანიელი რეჟისორის დრამაში ითამაშებს
15:13
რიანა კონცერტის დროს თაყვანისმცემელს თავს დაესხა
14:08
სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს
14:06
ჯონი დეპმა ვანესა პარადისთან განქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა
12:58
ალექსი პეტრიაშვილი: სამეგრელოში აღმოჩენილი მასალები უნდა განადგურდეს
12:40
წიწაკის უნიკალური სამკურნალო თვისებები
11:56
საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
11:48
ავღანეთში ოთხი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
10:30
საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
10:24
„თავისუფლება ვანო მერაბიშვილს - თბილისში ახალი კამპანია იწყება
პოლიტიკა
ეკონომიკა/ბიზნესი
სამართალი
თავდაცვა
კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
უცხოეთი
მედიცინა
ეს საინტერესოა
ინტერვიუ
კომენტარი
სპორტი
სტატიები/ანალიტიკა
კულუარი
 
ივნისი, 2013
ორსმოთხთპრშბკვ
     12
89
1516
192223
2930