მეუღლის მკვლელობისათვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
 12:01 - 26.06.12
ამობეჭდვა215  ზომა:
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა მაია ჩილაჩავას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ ლაშა შურღაიას მიმართ. მეუღლის მკვლელობისათვის ბრალდებული ლაშა შურღაია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

თბილისი, საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლომ 1976 წელს დაბადებული ლაშა შურღაიას სასჯელის სახედ და ზომად 14 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა. თუმცა ლაშა შურღაიას მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულ იქნა საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით. სასამართლო - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნითა და საქმის არსებითი განხილვისას ექსპერტთა მიერ მიცემული ჩვენებებით დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გახმაურებული მკვლელობა თბილისში, 2012 წლის 25 იანვარს თემქის დასახლებაში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ზუგდიდის მკვიდრი ლაშა შურღაია მეუღლესთან - მაია ჩილაჩავასთან ერთად, დის - ლელა შურღაიას საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. წარსულში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო, ბრალდებულს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ოჯახის წევრებმა იგი ექიმთან კონსულტაციის მიზნით, თბილისში ჩამოიყვანეს. იმის გამო, რომ ლაშა შურღაია ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად ეჭვიანობდა მის მეუღლეზე, განიზრახა ამ უკანასკნელის მოკვლა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან სამზარეულოდან აიღო დანა, მაია ჩილაჩავა შეიტყუა საძინებელ ოთახში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, აღნიშნული დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ეს უკანასკნელი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა, ხოლო შურღაია დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.

ამავე კატეგორიიდან: 
19.06.13 - 16:19 - გიგი უგულავას საქმის განხილვა 3 ივლისისთვის გადაიდო
19.06.13 - 14:08 - სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს
19.06.13 - 12:58 - ალექსი პეტრიაშვილი: სამეგრელოში აღმოჩენილი მასალები უნდა განადგურდეს

კულუარი

20:32 | 17.06.13
ვანო ჩხარტიშვილს იჭერენ?!
13:14 | 28.05.13
ნიკოლოზ ვაშაკიძე: პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის გატარების წინააღმდეგი იყო
13:29 | 07.11.12
კახეთის გუბერნატორად შესაძლოა ლუკა კურტანიძე დაინიშნოს
15:41 | 20.09.12
ბაჩო ახალაია, შესაძლოა, დააპატიმრონ

დღის სიახლეები

16:19
გიგი უგულავას საქმის განხილვა 3 ივლისისთვის გადაიდო
15:58
კიმ ბესინჯერი დანიელი რეჟისორის დრამაში ითამაშებს
15:13
რიანა კონცერტის დროს თაყვანისმცემელს თავს დაესხა
14:08
სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს
14:06
ჯონი დეპმა ვანესა პარადისთან განქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა
12:58
ალექსი პეტრიაშვილი: სამეგრელოში აღმოჩენილი მასალები უნდა განადგურდეს
12:40
წიწაკის უნიკალური სამკურნალო თვისებები
11:56
საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
11:48
ავღანეთში ოთხი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
10:30
საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
პოლიტიკა
ეკონომიკა/ბიზნესი
სამართალი
თავდაცვა
კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
უცხოეთი
მედიცინა
ეს საინტერესოა
ინტერვიუ
კომენტარი
სპორტი
სტატიები/ანალიტიკა
კულუარი
 
ივნისი, 2013
ორსმოთხთპრშბკვ
     12
89
1516
192223
2930