დემი მურის ქალიშვილებს დედასთან ურთიერთობა მობეზრდათ
 15:49 - 17.07.12
ამობეჭდვა1198  ზომა:
დემი მურისა და ბრუს უილსის ქალიშვილებს დედასთან ურთიერთობა აღარ სურთ. გოგონებმა სასამართლოში უკვე წარადგინეს საჭირო დოკუმენტები, რათა მისი მეშვეობით დედასთან კავშირი გაწყვიტონ.

23 წლის რუმერმა, 20 წლის სკაუტიმ და 18 წლის ტალულუმ დემისთან ურთიერთობა უკვე გაწყვიტეს, მაგრამ ახლა გადაწყვიტეს ეს საკითხი იურიდიულად მოაგვარონ.

"დემი მათ გამუდმებით ურეკავს, ელექტონული ფოსტით უგზავნის წერილებს, ავტომოპასუხეზე უტოვებს შემაცოდებლ შეტყობინებებს და სთხოვს დაურეკონ. გოგონებს კი ამისგან გული ერევათ," - ამბობს ოჯახის მეგობარი.

რამდენიმე თვის წინ 49 წლის დემი მური ეშტონ კატჩერს დაშორდა. ეს მისთვის ნამდვილ ტრაგედიად იქცა. დემიმ დარდის გასაქარვებლად ალკოჰოლისა და ფსიქტოტროპული ნივთიერებების მიღება დაიწყო. ამის გამო ეშტონთან განშორებიდან ერთი თვის შემდეგ იგი საავადმყოფოშიც მოხვდა.

ქალიშვილებმა ყველასგან მიტოვებული დედის გვერდით დგომა არ ისურვეს, პირიქით, მისგან თავდასაცავად გარშემო ადვოკატთა მთელი არმია შემოიკრიბეს.

"გოგონებმა დემისთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტეს, ამან კი იგი სრულიად გაანადგურა. ახლა დემი სამუშაოს დაუბრუნდა და ცდილობს ძალა მოიკრიბოს, მაგრამ ეს მისთვის ძალიან მძიმე პერიოდია", -განაცხადა მსახიობის მეგობარმა.

თუმცა როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, დედაზე უარის თქმა ასე ადვილი არ იქნება. გოგონებს უფრო სერიოზული არგუმენტები სჭირდებათ, ვიდრე დეპრესიაში ჩავარდნილი დემის მომაბეზრებელი სატელეფონო ზარებია.

 

ამავე კატეგორიიდან: 
19.06.13 - 15:58 - კიმ ბესინჯერი დანიელი რეჟისორის დრამაში ითამაშებს
19.06.13 - 15:13 - რიანა კონცერტის დროს თაყვანისმცემელს თავს დაესხა
19.06.13 - 14:06 - ჯონი დეპმა ვანესა პარადისთან განქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

კულუარი

20:32 | 17.06.13
ვანო ჩხარტიშვილს იჭერენ?!
13:14 | 28.05.13
ნიკოლოზ ვაშაკიძე: პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის გატარების წინააღმდეგი იყო
13:29 | 07.11.12
კახეთის გუბერნატორად შესაძლოა ლუკა კურტანიძე დაინიშნოს
15:41 | 20.09.12
ბაჩო ახალაია, შესაძლოა, დააპატიმრონ

დღის სიახლეები

16:19
გიგი უგულავას საქმის განხილვა 3 ივლისისთვის გადაიდო
15:58
კიმ ბესინჯერი დანიელი რეჟისორის დრამაში ითამაშებს
15:13
რიანა კონცერტის დროს თაყვანისმცემელს თავს დაესხა
14:08
სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს
14:06
ჯონი დეპმა ვანესა პარადისთან განქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა
12:58
ალექსი პეტრიაშვილი: სამეგრელოში აღმოჩენილი მასალები უნდა განადგურდეს
12:40
წიწაკის უნიკალური სამკურნალო თვისებები
11:56
საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
11:48
ავღანეთში ოთხი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
10:30
საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
პოლიტიკა
ეკონომიკა/ბიზნესი
სამართალი
თავდაცვა
კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
უცხოეთი
მედიცინა
ეს საინტერესოა
ინტერვიუ
კომენტარი
სპორტი
სტატიები/ანალიტიკა
კულუარი
 
ივნისი, 2013
ორსმოთხთპრშბკვ
     12
89
1516
202223
2930