პრინცმა უილიამმა თავის 30-ე დაბადების დღეზე დედისგან ანდერძით 16 მლნ დოლარი მიიღო
თარიღი: 15:22 - 21.06.12

პრინცმა უილიამმა თავის 30-ე დაბადების დღეზე დედისგან ანდერძით 16 მლნ დოლარი მიიღო
ბრიტანეთის პრინცმა, კემბრიჯის ჰერცოგმა უილიამმა 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 16 მლნ დოლარი მიიღო. ასეთი საჩუქარი შვილს დიანამ გაუკეთა, რომელიც 1997 წელს ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა.

ანდერძის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა დოკუმენტის შინაარსი პრინცესა დიანას სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც უმაღლეს სასამართლოში მისი ტრაგიკული გარდაცვალების გარემოება განიხილებლდა.

ანდერძის თანახმად, დაბადებიდან 30 წლის შესრულებისთანავე უილიამს პრინცესას მიერ შვილებისთვის შექმნილი ფონდიდან თანხის ნახევარი ერგება. ფონდის ღირებულება ამ დროისათვის 32 მლნ დოლარს შეადგენს.

თანხის ნახევარი ელოდება ჰარისაც, რომელსაც 30 წელი 2014 წლის 15 სექტემბერს უსრულდება.

მედიის ინფორმაციით, ჰერცოგი და მისი მეუღლე კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითი, ფულს უძრავი ქონების შესაძენად დახარჯავენ.

 

 


სიახლე გამოქვეყნებულია საიტზე: http://mtavari.info
ბმული: http://mtavari.info/news-10784.html